ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა მარკეტი
Aa
Aa

„კვარას პაუზა გაუგრძელდა... მას კალცონამ სტიმული მისცა და ეს კარგია“

Sky Sport-ის ჟურნალისტმა ლუკა მარკეტიმ რადიო Marte-სთვის მიცემულ ინტერვიუში ნაპოლის შესახებ ისაუბრა.

„სასუოლომ წარმოუდგენელი სისუსტე აჩვენა: ისინი ძალიან მყიფენი იყვნენ ნაპოლისთვის, რომელმაც კარგი რამ აჩვენა და გასულ სეზონში ნანახი თამაშების მოგონებები დააბრუნა. ნაპოლი ერთადერთია, ვისაც ეს შეუძლია.

გუნდისთვის ახლა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. ამან კლუბს შესაძლოა საშუალება მისცეს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშოს, რაც ფინანსურად მომგებიანი იქნება.

ოსიმენი? ის შესანიშნავ ფორმაშია და ნამდვილად დაბრუნდა. ბოლო მატჩებში სულ გოლები გააქვს. კვარაც დაბრუნდა? დიახ, ასეა, თუმცა არ ვიცი სად იყო წასული. ან აქამდე რას აკეთებდა, თუმცა ის ნამდვილად დაბრუნდა. პაუზა დიდ ხანს გაუგრძელდა, არ ვიცი ალბათ ყავაზე იყო გასული. მას კალცონამ სტიმული მისცა და ეს კარგია.

კარგია, რომ ერთმანეთზე მსჯელობდნენ, თუნდაც მწვრთნელის ჯოჯოხეთში გაგზავნის ფასადაც, რადგან ახლა შეტყობინება უკვე მიღებულია - კვარა ძლიერია და თუ კარგად იქცევა, ის თამაშობს“.

შეგახსენებთ, `ნაპოლი" სერია A-ში 40 ქულით მე-9 ადგილს იკავებს. „პარტენოპეი" მომდევნო შეხვედრას 3 მარტს, შინ “იუვენტუსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ჩვენი დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაფერი მის ხელშია, ინტელექტუალი ბიჭია - მჭედლიძემ გოგლიჩიძეზე ისაუბრა
ყველაფერი მის ხელშია, ინტელექტუალი ბიჭია - მჭედლიძემ გოგლიჩიძეზე ისაუბრა