აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ფეხბურთი ავადაა“ | ამბობს აურელიო დე ლაურენტისი

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა თანამედროვე ფეხბურთზე ისაუბრა. „პარტენოპეის“ პირველი პირის თქმით, ფეხბურთი ავადაა და ცვლილებები აუცილებელია.

„ფეხბურთი ავადაა. რატომ? იმიტომ, რომ ავადაა საფეხბურთო ეკონომიკა. იმიტომ, რომ ჩემპიონატები და კლუბები, ფინანსური კუთხით, კონკურენტულ მდგომარეობაში არ არიან. შედეგად, ჩემპიონატები სათანადოდ პროდუქტიულები ვერ ხდებიან.

მესმის, როცა უეფა ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის 2.4 მილიარდ ევროს გამოყოფს, ევროპა ლიგისთვის - 500 მილიონს, კონფერენს ლიგისთვის - 238 მილიონს, მაგრამ თუ ვალი ყველა გუნდს აქვს, ე.ი ეს თანხა საკმარისი არაა. ესაა ირაციონალური ფეხბურთი და ხალხის ინტერესი იკლებს“.

შეგახსენებთ, რომ 26 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 40ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ქართველმა შემტევმა „პარტენოპეის“ მაისურით ყველა ტურნირზე 33 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება
პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება