ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

პოლიტანო: ოსისთან და კვარასთან ერთად ყველაფერი გამარტივდება

სერია A-ს 26-ე ტურში „ნაპოლი“ „სასუოლოს“ ესტუმრა და 6:1 გაანადგურა.

მატეო პოლიტანომ პრესასთან ისაუბრა და გუნდში არსებულ სასიკეთო ძვრებს გაუსვა ხაზი.

„ვიცოდით, რომ დღევანდელი დღე ფუნდამენტური იყო. მოგება ხელიდან გავუშვით და დრო იყო გვეჩვენებინა, თუ რამდენად ძლიერი კოლექტივი ვართ. სამწუხაროა, რომ გზად ამდენი ქულა დავკარგეთ, მაგრამ მაინც შეგვიძლია სიტუაცია გამოვასწოროთ და თუ ეს არის გზა, მაშინ კარგი შანსი გვაქვს ჩვეულ დონეს დავუბრუნდეთ.

ვფიქრობ, ასეთი მატჩის მოგება გვჭირდებოდა, რადგან მენტალურ დონეზე მნიშვნელოვანია ვიყოთ მშვიდი და კონცენტრირებული. ვიცით, რომ ძლიერები ვართ, მაგრამ გარკვეული თავმოყვარეობა დაკარგული გვაქვს. დღეს ჩვენი ღირებულებები ვაჩვენეთ და ეს გზა უნდა განვაგრძოთ.

სეზონი რთულია, სამი მწვრთნელი შევიცვალეთ, კალცონა მესამეა. ბევრი ჩვენგანი იცნობდა მას, რადგან იცი სარისთან და სპალეტისთან მუშაობდა. ბევრ მოთამაშეს იცნობს და პირველივე დღიდანვე აჩვენა თავისი სათამაშო სტილი. ახლა უკვე ოსიმენთან და კვარაცხელიასთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივი იქნება“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მომდევნო მატჩი 3 მარტს, „დიეგო მარადონაზე“ ტურინის „იუვენტუსთან“ (23:45) ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
Sofascore - ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა