ირაკლი რევიშვილი
Aa
Aa

2 ოქრო და 2 მსოფლიო რეკორდი - რევიშვილი მასტერსის გამარჯვებულია

ქართველმა მოცურავემ ირაკლი რევიშვილმა კატარის დედაქალაქ დოჰაში გამართულ მასტერსების მსოფლიოს ჩემპიონატზე უდიდეს წარმატებას მიაღწია.

მან 35-დან 39 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის ოქროს მედალი ორ დისციპლინაში მოიპოვა.

რევიშვილმა საუკეთესო შედეგი ჯერ 800, შემდეგ კი 400 მეტრის მანძილზე თავისუფალი ყაიდით გაცურვაში აჩვენა და ორივე დისციპლინაში მსოფლიო რეკორდის ავტორი გახდა, რის შედეგადაც კარიერაში უკვე მსოფლიოს ოთხი რეკორდი დაუგროვდა.

მის გარდა ყატარში მასტერსების მსოფლიოს ჩემპიონატზე სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში კიდევ სამი ქართველი მოცურავე სანდრო მოსეშვილი, შოთა დავითაია და ზაზა კობახიძე ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები