ილია თოფურია, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„ფლორენტინოს ვესაუბრე და ის იდეისადმი 100%-ით ერთგულია“ - ილია თოფურია

ილია თოფურიამ ესპანურ ტელევიზია El Partidazo de Cope-ში სტუმრობისას მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან საუბრის დეტალებეზე ისაუბრა.

რას ამბობს „მატადორი“:

ფლორენტინომ ჩემპიონობა მომილოცა და მაისური მაჩუქა, შემდეგ კი მითხრა, რომ აქ UFC-ის ჩამოყვანას ვაპირებთო. ის 100%-ით ერთგულია UFC-ის ღონისძიების სანტიაგო ბერნაბეუზე გამართვის იდეაზე. ყველამ ვიცით, როგორი მეოცნებეა და უყვარს მიზნების შესრულება. რაც შეეხება „რეალში“ სტუმრობას, თითქმის ყველა გავიცანი და თითოეული ფეხბურთელი სუპერმეგობრული და კარგი ადამიანია. ეს შესანიშნავი გამოცდილება იყო.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ UFC 298-ზე, ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ლეგენდარული ალექსანდრ ვოლკანოვსკი, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საქართველოს ისტორიაში UFC-ის პირველი ჩემპიონი გახდა. ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შემდეგ, „მატადორმა“ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია და მას ესპანეთში ბრძოლა შესთავაზა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია
„როდესაც დამარტყა, ვუთხარი, რომ ჩემი ჯერიც დადგებოდა, შემდეგ კი...“ - რას იხსენებს თოფურია