ტყვიის სროლა
Aa
Aa

ტყვიის მსროლელ გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

საქართველოს ტყვიის მსროლელთა ახალგაზრდული ნაკრებისთვის გიორში (უნგრეთი) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე დღე გაცილებით უკეთესი გამოდგა. ამჯერად ოქროს მედლები  მოპოვებულია როგორც პირადში, ასევე  გუნდურ შეჯიბრებაში.

პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ჩვენი სამეულიდან ფინალში მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, თუმცა მარიამ აბრამიშვილს და სალომე ფროდიაშვილსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, რამაც გუნდურში გამარჯვება მოგვიტანა. გასათვალისწინებელია, რომ გამარჯვებულის გამოსავლენად ჩატარდა არა ცალკე ტურნირი, არამედ სამივე მონაწილის შედეგების დაჯამებით გაირკვა ოქროსმედალოსანი გუნდი. ჩვენს გუნდს 1695 ქულა დაუგროვდა და 14 ქულით აჯობა მეორეზე გასულ იტალიას. მესამე შედეგი - 1677 ქულა აღმოაჩნდა გერმანიას.

ოქროს მედალია მოპოვებული პირად პირველობაშიც - მარიამ ფროდიაშვილმა 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონობა ევროპის ახალგაზრდული რეკორდით - 242.2 ქულით მოიპოვა.

ერთი დღით ადრე მარიამ ფროდიაშვილმა გიორგი მუმლაძესთან ერთად შერეულ წყვილებში 10 მეტრზე პნევმატიკური იარაღიდან სროლაშიც იზეიმა ჩემპიონობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები