2017 წლიდან რალის მსოფლიო ჩემპიონატს ახალი რეგლამენტი ექნება
Aa
Aa

2017 წლიდან რალის მსოფლიო ჩემპიონატს ახალი რეგლამენტი ექნება

მექსიკაში გამართულ, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მსოფლიო მოტორსპორტის საბჭოზე, რალის მსოფლიო ჩემპიონატის (WRC) შეცვლილი ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცეს, რომელიც 2017 წლიდან ამოქმედდება. ის მწარმოებლებს, აეროდინამიკურად უფრო დახვეწილი სარბოლო ავტომობილების შექმნის საშუალებას მისცემს და შესაბამისად, ისინი უფრო განსხვავებული იქნება სერიული ავტომობილებისგან.

გაიზრდება სიმძლავრე და ამ მხრივ, WRC- ავტომობილები, WTCC- სარბოლო ავტომობილებს გაუთანაბრდებიან. აეროდინამიკის სიახლეებს შორის იქნება დიდი ზომის უკან ანტი ფრთა, ასევე დიდი ზომის ჰაერის ამღებები და ბორბლების გაგანიერებული თაღები. შესაბამისად, ავტომობილები გაგანიერდბა და მათი სიჩქარეც მოიმატებს.

ამჟამად თუ 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავების სიმძლავრე, 300 ცხენის ძალითაა შეზღუდული, ახალი რეგლამენტით, სიმძლავრის ჭერი 380 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ამისათვის 33-დან 36 მილიმეტრამდე გაგანიერდება ტურბინის შემზღუდველი ყელის დიამეტრი. უცვლელი დარჩება ჩაბერვის წნევა - 2.5 ბარი. 25 კილოგრამით შემცირდება აღჭურვილი ავტომობილის მინიმალური წონა და ის მინიმუმ 1200 კილოგრამი იქნება.

შეიცვლება დაშვებული მინიმალური გაბარიტებიც. კერძოდ, მინიმალური სიგრძე 3900 მილიმეტრამდე, სიგანე კი 1875 მილიმეტრამდე გაიზრდება. მინმალური შეზღუდვები წესდება აეროდინამიკაში. საერთო ჯამში მოსალოდნელია, რომ ავტომობილები გარეგნულად ლეგენდარული (1980-იან წლებში) B ჯგუფის ავტომობილებს დაემსგავსებიან.

სავარაუდოდ, ჩემპიონატში მონაწილე კომპანიები არ განაახლებენ თავიანთ ახლანდელ სარბოლო ავტომობილებს. მონაწილეთა რიცხვს დაემატებატოიოტა“, რომელიც ახალი რეგლამენტის შესაბამისად, უკვე ამზადებს სუბკომპაქტურ ჰეჩბეკიარისს“. ახლახანს ცნობილი გახდა, რომ იაპონური კომპანიის სარბოლო გუნდს ლეგენდარული ტომი მაკინენი (მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი) უხელმძღვანელებს.

ცხელი ამბები