ლივერპული, ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი
Aa
Aa

პირადი დაცვა დაიქირავა - ტრენტს სექსუალური მანიაკი დასდევს

ბრიტანული მედია ტრენტ ალექსანდრ-არნოლდთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი ხდება, რომ ინგლისელ უკანახაზელს პირადი დაცვის აყვანა, მობილურის ნომრის შეცვლა და სახლში სიგნალიზაციის დაყენება დასჭირდა.

ამის მიზეზი კი სექსუალური მანიაკი გახდა, რომელიც „ლივერპულის“ ფეხბურთელს 1 წლის განმავლობაში აწუხებდა. წყაროს ცნობით, ქალი, რომლის სახელიც ჯერჯერობით არ სახელდება, ტრენტს აბსოლუტურად ყველგან დაჰყვებოდა.

აღნიშნული პიროვნება ჩნდებოდა „ლივერპულის“ სავარჯიშო მოედანზე, მის სახლთან და სხვადასხვა რესტორნებში.

სამართალდამცავებმა არნოლდს ურჩიეს, რომ სოციალურ ქსელში თავისი გადაადგილების ლოკაციები არ გაასაჯაროოს. ჯერჯერობით ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპალეტი: დე ლაურენტისის 4 ვერსია არსებობს - რომელმა მათგანმა შემომიტია?
სპალეტი: დე ლაურენტისის 4 ვერსია არსებობს - რომელმა მათგანმა შემომიტია?