გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ტიტულებისთვის მებრძოლ გუნდში გადასვლა უნდა | ესპანური გამოცემა მამარდაშვილზე

ესპანურმა გამოცემამ, El Gol Digital-მა „ვალენსიას“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის მომავალზე დაწერა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „მამარდას“ გადასაბირებლად რამდენიმე კლუბი იბრძოლებს და „ღამურების“ პრეზიდენტს, პიტერ ლიმის მისი გასხვისება გადაწყვეტილი აქვს.

სინგაპურელი ბიზნესმენი თანახმაა, მამარდაშვილი გაუშვას ნებისმიერი კლუბში, რომელიც „ვალენსიას“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, მაგრამ გიორგის სხვა პოზიცია უკავია. El Gol Digital-ის მიხედვით, „მამარდა“ „ღამურებს“ მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს თუ გადავა გუნდში, რომელიც ევროტურნირებზე ასპარეზობს და მოკლევადიან პერსპექტივაში, ტიტულების მოგების ამბიცია აქვს.

„მამარდაშვილს კარიერაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი უდგას და არ სურს გადავიდეს კლუბში, რომელიც გარანტიებს ვერ მისცემს“, - წერს El Gol Digital-ი. ესპანური გამოცემა დასძენს, რომ ახალგაზრდა მეკარე „მესტალიაზე“ ბედნიერია და თუ სასურველი წინადადება ვერ მიიღო, დარჩენაზე თანახმაა.

ცნობისთვის, მამარდაშვილის ესპანეთის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 25 შეხვედრაში აქვს მიღებული. გიორგიმ კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართული ღვინო მერაბთან გავსინჯე, ილია 2 ბოთლს დამპირდა“ | UFC-ის ექს ჩემპიონი
„ქართული ღვინო მერაბთან გავსინჯე, ილია 2 ბოთლს დამპირდა“ | UFC-ის ექს ჩემპიონი