მერაბ დვალიშვილი, ავთანდილ ხურციძე
Aa
Aa

„მტკიცებულებებში, რომლებიც ჩემს ბრალდებაში იყო, ყველგან მერაბი ფიგურირებდა“ | ავთანდილ ხურციძე

ქართველმა მოკრივემ, ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა.

„მოგესალმებით ყველას მე, ავთანდილ ხურციძე. არარეკეტიორი,  უბრალოდ ადამიანი-სპორტსმენი და არა ნაკლები სხვაზე. კომენტარები წავიკითხე და წერთ ხურციძე ქართველებს არეკეტებდაო, ნეკნებს უტეხავდაო და ა.შ. თქვე დალოცვილო ხალხო, გააკეთეთ გადაცემა და მოიყვანეთ დარეკეტებული და ნეკნებდამტვრეული ხალხი. სად არიან, მაინტერესებს.

ამბობთ, მერაბ დვალიშვილი მშენებლობაზე მუშაობდაო. ვიცი, რომ მშენებლობაზე მუშაობდა და ამით რა? მე თუ არ ვმუშაობდი, ე.ი რეკეტიორი ვარ? ახლა არ მაქვს მუშაობის ნებართვა და კანონდარღვევად მეთვლება, მაგრამ ამას თავი დავანებოთ. თუ სხვანაირად მოვიპოვებ იმას, რაც უნდა მოვიპოვო რა პრობლემაა. რინგზე რომ ვიჩხუბო არ შეიძლება?! და მეორე თემა, თქვენც რომ იცოდეთ. პროკურატურამ და სხვებმა ეს უკვე იციან, რაც ბრალდებაში მქონდა, ხმოვანი თუ ვიდეო მტკიცებულება, მერაბ დვალიშვილი ყველგან იყო. სასამართლოში დვალიშვილის ყველა ვიდეო გამოიტანეს“.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ ხურციძე 2017 წლის ივნისში, აშშ-ში დააკავეს. ქართველ მოკრივეს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ედებოდა ბრალი, რის გამოც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილ, მაგრამ ვადაზე ადრე გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები