ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ტრენტოს ტურნირი - ბასილაშვილმა ეუპოვიჩი დამაჯერებლად დაამარცხა

ტრენტოს ტურნირის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი ეუპოვიჩს დაუპირისპირდა და სამ სეტში 6:7 6:0 7:5 დაამარცხა.

პირველ სეტში მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე უშეცდომოდ თამაშობდნენ და ყველაფერი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა, სადაც გერმანელმა ჩოგბურთელმა უფრო ზუსტად ითამაშა და 8:6 მოიგო.

მეორე სეტში ძველი ნიკოლოზი ვიხილეთ, რომელმაც უმარტივესად 6:0 გაიმარჯვა. ბოლო სეტი კი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

ბასილაშვილმა ბრეიკი 5:5-ის დროს შეასრულა და შემდეგ მატჩზე უშეცდომოდ ჩააწოდა. წარუმატებელი სერია კი დასრულდა. აღნიშნული მატჩი 2 საათი და 49 წუთი გრძელდებოდა.

ნიკოლოზი ტრენტოს ტურნირის მერვედფინალში სპეციალის და ბონდიოლის შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები