ილია თოფურია, რაფაელ ნადალი, კარლოს ალკარასი
Aa
Aa

„მე, ილია თუ ნადალი?“ | Marca-ს შეკითხვა კარლოს ალკარასს

ესპანურმა გაზეთმა, Marca-მ მსოფლიოს მეორე ჩოგანს, კარლოს ალკარასს ინტერვიუ ჩამოართვა და ბევრ თემაზე ესაუბრა. Marca-ს ილია თოფურიაც არ დავიწყებია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაანოკაუტა და ალკარასისთვის დასმულ ერთ-ერთი შეკითხვაში „ელ მატადორი“ ახსენა.

Marca: „ნადალი, თოფურია თუ შენ, ვის აქვს საუკეთესო ფორჰენდი?“

ალკარასი: „თოფურიას. ილიამ ეს დაამტკიცა კიდეც“.

შეგახსენებთ, რომ „ვოლკის“ დანოკაუტების შემდეგ, თოფურია ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა და Pound for Pound რეიტინგში (რეიტინგი წონის გაუთვალისწინებლად) შევიდა. „ელ მატადორი“ მე-5 ადგილზეა და მხოლოდ ალექს პერეირას, ჯონ ჯონსს, ლეონ ედვარდსსა და ისლამ მახაჩევს ჩამორჩება. ილია ისეთ მებრძოლებს უსწრებს, როგორებიც ჩარლზ ოლივეირა, ალეშანდრე პანტოჟა, დემეტრიუს ჯონსონი და სხვები არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბმა და ალჯომ მეგობრობა ფულზე არ გაცვალეს“ | დვალიშვილის მწვრთნელი
„მერაბმა და ალჯომ მეგობრობა ფულზე არ გაცვალეს“ | დვალიშვილის მწვრთნელი