მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„სრული სიგიჟე! ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში დაჩაგრა“ - ომალი მერაბის ბრძოლაზე

UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი, შონ ომალი მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ბრძოლას გამოეხმაურა და ქართველი მებრძოლი შეაქო.

რა თქვა ომალიმ:

ბრძოლების ყურება ყოველთვის, ადგილიდან უფრო საინტერესოა, ვიდრე ტელევიზორიდან. ახლა, კიდევ ერთხელ მინდა ვნახო ტელევიზორით, რადგან ბრძოლაზე უფრო მეტი ინფორმაცია მქონდეს. ეს სიგიჟე იყო.

მოვისმინე ჭორები, რომ ჰენრი ჩხუბში მნიშვნელოვნად დაზიანდა. ცოტა ინერტული ჩანდა, თუმცა, მერაბი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ეს იყო ღირსეული პატარა ბრძოლა ორი პატარა ბიჭისგან.

გამხსნელ რაუნდში უკან დახევის შემდეგ, დვალიშვილმა მომდევნო 10 წუთში სადავეები სრულად აიღო ხელთ, 2008 წლის ოლიმპიური ოქროსმედალოსანი რამდენჯერმე დააგდო ძირს და წარმოუდგენელი ტემპი შესთავაზა, რამაც სეხუდო უბრალოდ ენერგიისგან გამოფიტა. როდესაც ბრძოლა მორჩა, ეჭვგარეშე იყო, რომ დვალიშვილს გამარჯვებისთვის საკმარისი ჰქონდა გაკეთებული. შესაბამისად, სამივე მსაჯმა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო.

მასთან ბრძოლა? UFC 299-მდე სამი კვირა დამრჩა და ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. სანამ დავიწყებ იმის ლაპარაკს, რომ მომდევნო მეტოქე მერაბი ინება, ჯერ „ჩიტო“ ვერას უნდა გადავუარო, ამის შემდეგ კი შეიძლება მერაბს ვეჩხუბო.

შეგახსენებთ, რომ UFC 298-ზე მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ბრძოლაში შონ ომალისა და „ჩიტო“ ვერას შორის გამარჯვებული გამოიწვია. საგულისხმოა, რომ ღონისძიების დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა, დენა უაითმა განაცხადა, რომ მერაბის შემდეგი ორთაბრძოლა უდიდესი ალბათობით სატიტულო იქნება.

მერაბი VS სეხუდო

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ცხოველი მეცნიერულად უნდა გამოიკვლიონ“ - სოცმედია დვალიშვილზე
„ეს ცხოველი მეცნიერულად უნდა გამოიკვლიონ“ - სოცმედია დვალიშვილზე