რეალმა ალფონსო დევისთან შეთანხმებას მიაღწია
Aa
Aa

რეალმა ალფონსო დევისთან შეთანხმებას მიაღწია

ალფონსო დევისი მადრიდის „რეალში" გადასვლას დათანხმდა.

Relevo-ს ცნობით, მადრიდულმა კლუბმა „ბაიერნის“ კანადელ მცველთან წინასწარი შეთანხმება სიტყვიერად მიაღწია. ახლა მიუნხენურმა კლუბმა უნდა დაადასტუროს გარიგება და დაასახელოს თანხა, რომელსაც „რეალი“ გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ მადრიდის „რეალის" გასახდელში დევისის შეძენით ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და კანადელს მოუთმენლად ელიან.

„ლოს ბლანკოსის" ხელმძღვანელობა კი ფრთხილია და თვლის, რომ დევისის გაფორმება ადვილი არ იქნება.

მადრიდული კლუბის ოპტიმიზმი კი განპირობებულია იმით, რომ დევისმა უკვე უარყო „ბაიერნის“ რამდენიმე შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რაც „სამეფო კლუბის“ პოზიციებს ამყარებს.

დევისის ამჟამინდელი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როგორია რეალის წინადადება | მბაპე კონტრაქტს მალე გააფორმებს
როგორია რეალის წინადადება | მბაპე კონტრაქტს მალე გააფორმებს