ტონი კროოსი
Aa
Aa

„უნდა ჩაეთვალათ“ | კროოსი ლაიფციგის გოლზე

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა „ლაიფციგთან“ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. გერმანელ ფეხბურთელს მატჩის შემდეგ ბენიამინ შეშკოს მიერ გატანილ გოლზე ჰკითხეს, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა და კროოსი მთავარი არბიტრის გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა.

„უნდა ჩაეთვალათ თუ არა გოლი? ლაიფციგის ფეხბურთელსა და ჩვენს მეკარეს შორის კონტაქტი იყო და თამაშგარე ამის გამო დააფიქსირეს, მაგრამ გოლკიპერი ბურთზე ისედაც ვერ ითამაშებდა და გოლი სწორედ ამიტომ უნდა ჩათვლილიყო. არ მაქვს არგუმენტი, რომელიც საპირისპიროს დაამტკიცებს“.

საინტერესოა, რომ კროოსის პოზიციას ყოფილი რეფერი, მატეუ ლაოსი იზიარებს. მისი თქმით, „ლაიფციგის“ გოლის გაუქმება სიგიჟე იყო. „მსგავს ვითარებაში ესპანური კლუბი რომ აღმოჩენილიყო, თავში ხელებს წავიშენდით“, - აღნიშნა ცნობილმა რეფერიმ.

შეგახსენებთ, რომ შეშკომ მე-2 წუთზე გაიტანა და „ლაიფციგი“ დააწინაურა, მაგრამ გოლი გაუუქმეს. „სამეფო კლუბმა“ მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო და ერთადერთი გოლის ავტორი ბრაჰიმ დიასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე
„შეცდომები დაუშვეს, უმნიშვნელოვანესი ჩხუბი ელოდებათ“ | დენა უაითი მერაბსა და სეხუდოზე