1 მილიარდზე მეტი - რომა შესაძლოა საუდელებმა იყიდონ
Aa
Aa

1 მილიარდზე მეტი - რომა შესაძლოა საუდელებმა იყიდონ

საუდის არაბეთიდან „რომას“ შეძენის მსურველები გამოჩნდნენ.

რომაულმა კლუბმა  ცოტა ხნის წინ, საუდელებთან სასპონსორო ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მათ მაისურზე წარწერის განთავსებას მოიცავს.

ახლა უკვე საუდელებს სურთ „რომა“ შეიძინონ, რომელიც ამჟამად ამერიკელი ბიზნესმენის დენ ფრიდკინის საკუთრებაშია.

ფრიდკინსმა ზაფხულში კლუბში 800 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო და „რომას“ 1 მილიარდ ევროდ გაყიდვაზე უარი განაცხადა. მსურველები ახლო აღმოსავლეთის კონსორციუმიდან იყვნენ.

როგორც Calcio e Finanza იტყობინება La Repubblica-ზე დაყრდნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, „ჯალოროსის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამჟამად რიადში იმყოფება.

„რომას“ ერთ-ერთი პოტენციური მფლობელი საუდის არაბეთის სუვერენული ფონდია (PIF), რომელიც „ნიუკასლს“ ფლობს, ხოლო მეორე თურქი ალ-შეიხი, საუდის არაბეთის გართობის გენერალური ორგანოს თავმჯდომარე, რომელიც რომაელებთან სასპონსორო ხელშეკრულების დადებაში მონაწილეობდა.

შეიძლება მხარეებმა მოლაპარაკებები ასეთ პირობებზე აწარმოონ: არაბები დაუყოვნებლივ გადაიხდიან 900 მილიონი ევროს, რასაც შემდეგ პლუს კიდევ 300 მილიონი დაემატება. „რომა“ ახალი სტადიონის მშენებლობას გეგმავს და ხსენებული თანხების დიდი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჟიგოს წითელი მიაღებინა, კარგი მომენტი ჰქონდა | მიქაუტაძის მეცმა მარსელთან ქულა აიღო
ჟიგოს წითელი მიაღებინა, კარგი მომენტი ჰქონდა | მიქაუტაძის მეცმა მარსელთან ქულა აიღო