უკვე ესპანეთშიც | სანტიაგო ბერნაბეუ NFL-ის მატჩს უმასპინძლებს
Aa
Aa

უკვე ესპანეთშიც | სანტიაგო ბერნაბეუ NFL-ის მატჩს უმასპინძლებს

ფეხბურთის ნაციონალურმა ლიგამ (NFL-მა) ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაისად, მადრიდის „რეალის“ საშინაო სტადიონზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ რეგულარული სეზონის მატჩი გაიმართება. NFL-ის შეხვედრა ესპანეთში პირველად ჩატარდება და ამ ეტაპზე, მისი მონაწილე გუნდების ვინაობა უცნობია.

„ვამაყობთ, რომ მსოფლიო ბრენდთან, რეალთან და მადრიდის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიო კლასის სტადიონი, სანტიაგო ბერნაბეუ რეგულარული სეზონის შეხვედრას უმასპინძლებს“, - განაცხადა NFL-ის კომისარმა, როჯერ გუდელმა.

ცნობისთვის, მადრიდში გასამართი მატჩის ერთ-ერთი მონაწილე „ჩიკაგო ბეარსი“ ან „მაიამი დოლფინსი“ იქნება, რადგან ესპანეთში ბრენდის განვითარების უფლება NFL-ისგან მხოლოდ მათ აქვთ მიღებული. NFL-ის რეგულარული სეზონის აშშ-ს საზღვრებს მიღმა ჩატარება მიღებული პრაქტიკაა და აქამდე მატჩები გაერთიანებულ სამეფოში, მექსიკაში, გერმანიასა და ბრაზილიაში გამართულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა
რეკორდული ტრანსფერი იქნება | ვალენსიამ მამარდაშვილის ფასი გაზარდა