კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

ოფიციალური არაფერი ყოფილა - ბოლო ცნობები მბაპეს რეალში ტრანსფერზე

ბოლო პერიოდში, საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი აქტუალური საკითხი კილიან მბაპეს მადრიდის „რეალში“ ტრანსფერია. ყოველდღიურად, ევროპულ მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება და უმეტეს შემთხვევაში გავლენიანი სააგენტოები წერენ, რომ ფრანგი ფეხბურთელი „სამეფო კლუბს“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება.

ცოტა ხნის წინ, ცნობილმა სატრანსფერო ინსაიდერმა, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან, თუმცა, ამ დროისთვის ოფიციალურად არაფერი გაფორმებულა.

ასევე, რომანო წერს, რომ კილიან მბაპე უახლოეს პერიოდში ოფიციალურად აცნობებს პსჟ-ს წარმომადგენლებს, რომ კლუბთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებს.

მანამდე, ესპანურმა Marca-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფრანგი ფეხბურთელი „რეალში“ მხოლოდ ერთი პირობით გადავიდოდა - თუ „სამეფო კლუბი“ წლიურად ხელფასის სახით 70 მილიონ ევროს გადაუხდიდა. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი მზადაა ფეხბურთელს წელიწადში 35-მილიონიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანი ალვეშის სასამართლო პროცესი დაიწყო | მხარეები ვერ შეთანხმდნენ
დანი ალვეშის სასამართლო პროცესი დაიწყო | მხარეები ვერ შეთანხმდნენ