ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ესპანური ენის სწავლა დაიწყო | ფლიკის ბარსაში დანიშვნის შანსები იზრდება

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი სეზონის ბოლოს პოსტის დატოვებას აპირებს. კატალონიელებს მისი შემცვლელის ძიება დაწყებული აქვთ და გერმანული და ესპანური პრესის ინფორმაციით, მათი მთავარი სამიზნე ჰანსი ფლიკია.

BILD-ის ცნობით, მხარეებს შორის კონტაქტი შედგა და გერმანელ სპეციალისტს კლუბის სპორტული დირექტორი, დეკუ დაუკავშირდა. „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს, ჟოან ლაპორტას ფლიკის დანიშვნის პერსპექტივა ხიბლავს და თვლის, რომ ის გუნდს პროგრესის მიღწევაში დაეხმარება.

BILD-ის მიხედვით, „ბარსელონას“ ჩაბარებაზე ფლიკიც თანახმაა. გერმანელმა სპეციალისტმა ესპანური ენის სწავლა უკვე დაიწყო და დიდი შანსია, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. BILD-ის მიხედვით, ფლიკს „ბლაუგრანას“ გაწვრთნის ვარიანტი ძალიან მოსწონს.

საინტერესოა, რომ ლაპორტას ფლიკის დანიშვნა 2021 წელსაც სურდა და ჰანსთან ვიდეო ზარიც კი ჰქონდა, თუმცა გერმანელმა მწვრთნელმა უარი განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე
„სიხარულისგან გაგიჟდა“ | ოსიმენის რეაქცია კვარას გოლზე