ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

„მისი თამაში ძალიან მომეწონა“ - ტორინოში საზონოვზე ისაუბრეს

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში საბა საზონოვის „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე გათამაშების აუთსაიდერ „სალერნიტანას“ უმასპინძლა და ფრედ, 0:0 ითამაშა.

მიმდინარე სეზონში მეორედ, საქართველოს ნაკრების მცველი ტურინელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და 80 წუთი ითამაშა. ამ დროის განმავლობაში საზონოვმა თავი კარგად წარმოაჩინა, რამდენიმე შეტევა განმუხტა და შეცდომაც არ დაუშვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ტორინოს“ პრეზიდენტმა, ურბანო კაირომ ქართველი ფეხბურთელის თამაში მოიწონა.

რა თქვა კაირომ:

საწყენია რომ ვერ მოვიგეთ. მცირე სივრცეები გვქონდა და ბურთი თითქმის ყოველთვის ხაზებს მიღმა გადადიოდა. ბევრი კუთხური და ბურთის ფლობა გვქონდა, მაგრამ უპირატესობა გოლში ვერ გადავზარდეთ. ევროტურნირებზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ. გვაქვს თუ არა ამის შანსი? წინ კიდევ ბევრი მატჩია და გამოჩნდება.

დღევანდელ შეხვედრაში კონკრეტული ფეხბურთელების თამაში მომეწონა, მაგალითად საბა საზონოვის. ძალიან სასარგებლო საქმეები გააკეთა. პოზიტიური იყო მასინას დებიუტი, ასევე, მომეწონა ლოვატოც. იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე დღის წინ მოვიდნენ, მოედანზე კარგად შემოვიდნენ.

23 ტურის შემდეგ „ტორინო“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 10 თებერვალს, სტუმრად, „სასუოლოსთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელია ნამდვილი ჩემპიონია“ - მაცარი ვერონასთან მატჩის შემდეგ
„კვარაცხელია ნამდვილი ჩემპიონია“ - მაცარი ვერონასთან მატჩის შემდეგ