ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

ბელინგემი: „როდესაც ბერნაბეუზე ვთამაშობ, თავი გლადიატორი მგონია“

მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავმა, ჯუდ ბელინგემმა Real Madrid TV-სთან ინტერვიუს დროს „სამეფო კლუბში“ თამაშის შეგრძნებაზე ისაუბრა და სანტიაგო ბერნაბეუ კოლოსეუმს შეადარა.

რა თქვა ბელინგემმა:

ყველასთვის ცნობილია, რომ „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე დიდი კლუბია, მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს ახლოდან უყურებ, უბრალოდ შთამბეჭდავია. თითქოს კოლოსეუმში თამაშობ და თავს გლადიატორად გრძნობ. განსაკუთრებული შეგრძნებაა.

თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენად დიდია ეს კლუბი. შეუძლებელია გარეთ გახვიდე და შეუმჩნეველი დარჩე. უდიდესი კლუბია!

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი „რეალში“ მიმდინარე სეზონის დასაწყისში, „ბორუსია დორტმუნდიდან“ გადავიდა და ამ დრომდე გუნდის მაისურით ჩატარებულ 26 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები