ლივერპული, იურგენ კლოპი
Aa
Aa

კლოპი: “ვან დაიკს არ უთქვამს, რომ გუნდიდან მიდის“

როგორც მოგეხსენებათ, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „ლივერპულს“ დატოვებს.

ამ განცხადებას ვირჯილ ვან დაიკმა უპასუხა და თქვა, რომ არც მისი მომავალია გარკვეული და შესაძლოა მერსისაიდული გრანდი მანაც დატოვეს. ნიდერლანდელი უკანახაზელს კვლავ იურგენმა უპასუხა.

რა თქვა კლოპმა?

„როდესაც ვთქვი, რომ მივდიოდი აშკარა იყო, რომ გარე სამყარო არ მოგვასვენებდა. დაასვენეთ ბიჭები! ასეთ კითხვებს არ უნდა სვამდეთ. ვან დაიკს არ უთქვამს, რომ გუნდიდან მიდის. ეს კლუბი 100%-ით სტაბილურია, ყველაფერი კარგად არის. თქვენ კი სიმშვიდეს გირჩევთ.

ხშირად გულშემატკივრების შეშფოთება არ არის ისეთი, როგორც მედია ფიქრობს. კლუბმა დიდი ხნის წინ იცოდა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ფეხბურთელებს „ლივერპული“ უყვართ, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემი წასვლა მათ წასვლას არ ნიშნავს.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეა სეზონში იურგენ კლოპის „ლივერპული“ პრემიერ ლიგას ლიდერობს და ინგლისის ლიგის თასის ფინალში გავიდა. მერსისაიდელები ევროპის ლიგის მერვედფინალშიც ითამაშებენ და კლოპს არაერთი ტიტულის მოგების შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოირიცხა - სალაჰი ჩელსისთან და არსენალთან ვერ ითამაშებს
გამოირიცხა - სალაჰი ჩელსისთან და არსენალთან ვერ ითამაშებს