ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

რობერტ უიტეკერი: „თოფურია ვოლკანოვსკისთვის ურთულესი ტესტი იქნება“

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას ბრძოლაზე ისაუბრა. უიტეკერმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ელ მატადორი“ „ვოლკისთვის“ ურთულესი გამოცდა იქნება.

„ბრუნდება თუ არა ვოლკანოვსკი ნაადრევად ისლამ მახაჩევთან ნოკაუტით წაგებული ბრძოლის შემდეგ? ჩვეულებრივ მებრძოლზე რომ გვქონდეს საუბარი, ვიტყოდი, კი, ასეა-მეთქი, მაგრამ ალექსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. თუ არის ვინმე, ვისაც ასეთი ნოკაუტით წაგების წარსულში დატოვება და მაღალ დონეზე დაბრუნება შეუძლია, ეს ვოლკანოვსკია.

არის თუ არა ილია ყველაზე რთული მეტოქე, ვინც ვოლკს ოდესმე ჰყოლია? ალექსი ძალიან მაგარია, თუმცა, ასევე მჯერა, რომ თოფურია მისთვის ურთულესი ტესტი იქნება. ილია ახალგაზრდა და მშიერია და ყველა უნარი აქვს, რომლებითაც ვოლკანოვსკი გამოირჩევა. არაა გამორიცხული, მახაჩევთან წაგებული ბრძოლის გამო, უპირატესობა ილიას მხარეს იყო. რთული სათქმელია, მაგრამ ალექსს მარტივი ჩხუბი ნამდვილად არ ელოდება“.

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომდევნო ბრძოლას 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გამართავს და მისი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ჩხუბი UFC 298-ის მთავარი მოვლენა იქნება. ამავე ღონისძიებაზე მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს ჩხუბსაც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე
„ის რომ არა, ყველაფერი უფრო ადრე გადაწყდებოდა“ - ესპანური მედია მამარდას თამაშზე