გიორგი მამარდაშვილი, მემფის დეპაი, ანტუან გრიზმანი, დიეგო სიმეონე, რუბენ ბარახა, სამუელ ლინო
Aa
Aa

მამარდას კარგი მატჩი და 6 სეივი - ვალენსია ატლეტიკოსთან დამარცხდა

ლა ლიგის 22-ე ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ვანდა მეტროპოლიტანოზე მადრიდის „ატლეტიკოს“ ესტუმრა და უშანსოდ, 2:0 დამარცხდა.

ქართველი მეკარე ტრადიციულად „ვალენსიას“ სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ქართველმა მეკარემ „როხიბლანკოს“ წინააღმდეგ 6 სეივი შეასრულა, განსაკუთრებულად დადებითად კი პირველი ნახევარი უნდა შეფასდეს, რომელშიც მამარდაშვილს 5 მოგერიება ჰქონდა.

კარგი პირველი ტაიმის მიუხედავად, „მამარდამ“ ტაიმის მიწურულს საკუთარი გუნდის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ანტუან გრიზმანის შორეულ გადაცემას „ვალენსიას“ საჯარიმოში ზუსტად სამუელ ლინო დახვდა და „ატლეტიკო“ დააწინაურა.

დიეგო სიმეონეს გუნდმა მამარდაშვილის კარში მეორე გოლი 57-ე წუთზე გაიტანა, თავი ამჯერად მემფის დეპაიმ გამოიჩინა და მამარდაშვილი ამ ეპიზოდშიც უძლური აღმოჩნდა.

როგორც უკვე გითხარით, მარცხის მიუხედავად, მამარდაშვილი „ვალენსიას“ შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ეს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწერილ შეფასებებშიც აისახა. ცნობილი სტატისტიკური სააგენტო Sofascore-ს ვერსიით, ქართველი მეკარის თამაში 7.8 ქულით შეფასდა, რაც „ღამურებში“ ყველაზე მაღალი ციფრი იყო.

მამარდას ყველა ეპიზოდი:

შესაბამისად, რუბენ ბარახას გუნდმა ზედიზედ 4-მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულა და 22-ე ტურისთვის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება. „ვალენსიას“ მომდევნო მატჩი 3 თებერვალს, საკუთარ მოედანზე „ალმერიასთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები