ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

“ჩამოდით და ნახეთ რას აკეთებს რუსეთი აქ“ - შევჩენკომ UEFA-ს მიმართა

სპორტულ მედიაში ხშირად გვხვდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ UEFA-მ შესაძლოა რუსული გუნდები ევრო ასპარეზზე დაუშვას. ამ იდეას უამრავი ადამიანი ეწინააღმდეგება.

რამდენიმე დღის წინ, ანდრეი შევჩენკო უკრაინული ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს, რომელმაც Sports-თან საუბრისას ალექსანდრ ჩეფერინის მიმართა.

შევჩენკო:

„მინდა უკრაინაში ყველა ის ადამიანი მოვიწვიო, რომლებიც უეფა-ში რაიმე სახის გადაწყვეტილებას იღებენ. რუსეთის დაბრუნების თაობაზე რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე, ჩამოდით და ნახეთ რას აკეთებს რუსეთი უკრაინაში.

ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რის გამოც რუსეთი ევროპულ ფეხბურთს უნდა დაუბრუნდეს. უკრაინაში არაფერი იცვლება, ბომბები ცვივა, ხალხი ყოველდღე იხოცება. მათ დაბრუნებას ვეწინააღმდეგები!“

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, FIFA-მ და UEFA-მ რუსულ გუნდებს და ნაკრებს საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობის უფლება ჩამოართვა. მათი დაბრუნება განიხილებოდა, თუმცა ევროპული ნაკრებების პროტესტის შედეგად, ეს ყველაფერი არ მოხდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სკალონი: “არ მესმის, რატომ დაობთ მესის საუკეთესოს ტიტულზე“
სკალონი: “არ მესმის, რატომ დაობთ მესის საუკეთესოს ტიტულზე“