ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

1500 დღეა მეფეა | ილია ვოლკანოვსკის საოცარი სერიის დასრულებას შეეცდება

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს ალექსანდრ ვოლკანოვსკის წინააღმდეგ გამართავს. „ელ მატადორი“ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დასაკუთრებას შეეცდება და პირველი ქართველი გახდება, ვინც UFC-ის სატიტულო ბრძოლაში მიიღებს მონაწილეობას.

ილიას ურთულესი გამოცდა ელის და მისი მეტოქე MMA-ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. ვოლკანოვსკის სიდიადეზე ბევრი ფაქტი მეტყველებს და ალექსმა კიდევ ერთი საოცარი მიღწევა დააფიქსირა, რომლითაც UFC-ის ლეგენდების გვერდით დადგა. 

ვოლკანოვსკი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს 1501 დღეა ფლობს და ამ მაჩვენებლით, იგი ჯონ ჯონსს გაუთანაბრდა, რომელიც 2011-2015 წლებში, ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში დომინირებდა. „ვოლკმა“ ტიტული 2019 წლის 14 დეკემბერს, მაქს ჰოლოუეის დამარცხებით მოიპოვა და ის 5-ჯერ დაიცვა. UFC-ის ისტორიაში მხოლოდ 7 მებრძოლია, რომლებიც თავიანთ წონით დივიზიონში საუკეთესოები უფრო მეტ ხანს იყვნენ: ანდერსონ სილვა (2457 დღე), დემეტრიუს ჯონსონი (2142 დღე), ჟორჟ სენ-პიერი (2064 დღე), ამანდა ნუნიესი (1981 დღე), ჟოზე ალდო (1848 დღე), ამანდა ნუნიესი (1634 დღე), ვალენტინა შევჩენკო (1547 დღე).

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის ჩხუბი 17 თებერვალს, (თბილისის დროით 18 თებერვალს) გაიმართება და ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება
დავითაშვილით ორი კლუბი ინტერესდება | ბორდო ზურიკოს პასუხს ელოდება