ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„შენი დრო წავიდა, მზარეულობა უფრო გიხდება“ | ილიას პასუხი ვოლკანოვსკის

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ილია თოფურიას მიმართა. „ვოლკმა“ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „შენი ნულისთვის მოვდივარ“. „ელ მატადორმა“ ვოლკანოვსკის „ტვიტერზე“ უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი დრო წასულია.

„თუ ჩემი ნულისთვის მოხვალ, მზად იყავი იმისთვის, რომ ხელცარიელი წახვიდე. ერთი სანტიმეტრის დათმობასაც არ ვაპირებ. შენი დრო წავიდა. უბრალოდ, საკუთარ თავს სიკეთე გაუკეთე და ბრძოლისთვის გამოცხადდი, რადგან მე ვიქნები ის, ვინც დაგამარცხებს და ოქტაგონს რამდენიმე ნულით დატოვებს. სხვათა შორის, მზარეულობა უფრო გიხდება (ვოლკანოვსკი საკუთარ იუთუბ არხზე ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, რომლებშიც მაყურებელს სხვადასხვა კერძის მომზადების პროცესს უზიარებს)".

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და ვოლკანოვსკის შორის სატიტულო ბრძოლა 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს) გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში, „ელ მატადორი“ პირველი ქართველი მებრძოლი გახდება, ვინც UFC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან
შელაპარაკება ნაცნობ მეტოქესთან და ორმაგი ტექნიკური | ბითაძის 8 წუთი კლივლენდთან