მეცი, გიორგი მიქაუტაძე, ლასლო ბოლონი, ამსტერდამის აიაქსი
Aa
Aa

„კიდევ 1 სეზონი მეცში?“ - ბოლონის მიქაუტაძის გაშვება არ უნდა

ფრანგულ „მეცთან“ დაახლოებული სააგენტო Socios-FCMetz-ი გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერს და ამტკიცებს, რომ ქართველ ფეხბურთელს „მეცში“ დარჩენა გადაწყვეტილი აქვს. ასევე, ფრანგულმა გუნდმა უკვე შეადგინა გეგმა, რითაც „აიაქსიდან“ 22 წლის შემტევის გამოსყიდვას შეძლებს.

რა წერია სტატიაში:

ამჟამად, მიქაუტაძე „აიაქსის“ საკუთრებაა და „მეცში“ იჯარის წესით თამაშობს, ფრანგებს კი მისი გამოსყიდვის უფლება აქვთ. ჩვენი ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ, მიქაუტაძემ „მეცთან“ კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.

„მეცმა“ ზაფხულში მისი გაყიდვით მნიშვნელოვანი სარგებელი ნახა, ზამთარში კი უკან დაბრუნებით დიდი გადატრიალება მოახდინა. კლუბის ხელმძღვანელებმა ამით ფეხბურთელიც და გულშემატკივრების გაახარეს. ჩვენი ინფორმაციით, საიჯარო ხელშეკრულებაში გამოსასყიდ თანხად 10 მილიონი ევრო არის მითითებული. ეს კი სწორედ ის თანხაა, რაც ნიდერლანდურ კლუბს „მეცისთვის“ აქვს გადასახდელი.

ლიგა 2-ის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე ნიდერლანდებში 16 მილიონ ევროდ გადავიდა, ეს თანხა კი ორ სეზონზე იყო გადანაწილებული. თავდამსხმელის წასვლის შემდეგ, „მეცმა“ ამსტერდამელებისგან უკვე მიიღო 6 მილიონი ევრო, დანარჩენი 10 მილიონის გადახდა კი სეზონის ბოლოსკენ მოუწევს. თუ „მეცი“ მიქაუტაძის გამოსყიდვას გადაწყვეტს, დიდი ალბათობით, ამ ფულს აღარ მოითხოვენ, თუმცა, შეიძლება ქართველი კიდევ 1-წლიანი იჯარით დაიტოვონ. ეს ვარიანტი ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე „მეცში“ ცოტა ხნის წინ, იჯარის წესით დაბრუნდა და ფრანგულ კლუბში სეზონის ბოლომდე დარჩება. ქართველმა ფეხბურთელმა ამჟამინდელი კლუბის შემადგენლობაში ზაფხულში, „აიაქსში“ გადასვლამდე 1 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის შესრულება მოასწრო, დაბრუნების შემდეგ კი ლიგა 1-ში თავი ჯერჯერობით არ გამოუჩენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსაჯები საერთოდ არ იცავენ“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარას დისკვალიფიკაციაზე
„მსაჯები საერთოდ არ იცავენ“ | იტალიელი ჟურნალისტი კვარას დისკვალიფიკაციაზე