ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ოსიმენის არყოფნაში ყველაზე სახიფათოა“ | რას წერს Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე

ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, La Gazzetta dello Sport-მა იტალიის სუპერ თასის ეგიდით, „ნაპოლისა“ და „ინტერს“ შორის გასამართ ფინალურ შეხვედრაზე დაწერა. La Gazzetta dello Sport-მა აქცენტი „პარტენოპეის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში, მას „ნერაძურისთვის“ ყველაზე დიდი ხიფათის შექმნა შეუძლია.

„ოსიმენის არყოფნაში, სიმონე ინძაგის გუნდისთვის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა და ინტერის მთავარი მწვრთნელი მის აყვანას მსოფლიო ჩემპიონს, ბენჟამინ პავარს მიანდობს. ეს კვარასთვის ტესტი იქნება, პავარი კი, რომელიც გრძელი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და დაცვის ხაზის საკვანძო მოთამაშეა, ჩააბარებს გამოცდას თუ რამდენად საიმედოა.

მარცხენა ფლანგზე აფეთქებებს ვიხილავთ, რადგან ეს არის ადგილი, სადაც პარტენოპეი მეტოქის დაცვის ხაზის გარღვევას დაჟინებით შეეცდება და თავისი ბრწყინვალე ტალანტის იმედი ექნება. თუმცა, მაგიური სეზონის შემდეგ, კვარაცხელიას საკუთარი წარმატების გამეორება უჭირს.

სწორედ ამიტომ, ვალტერ მაცარიმ ქართველ ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა და ცენტრალურ თავდამსხმელთან ახლოს, მომენტებში კი მის უკან ათამაშა, თითქოს შემტევი ნახევარმცველი იყოს. დარტყმებისა და შეტევების საინტერესო განვითარებების პოვნა ამ პოზიციიდან ბევრად მარტივია, თუმცა, კვარაცხელიას რთული მატჩი ელოდება, რადგან პავარმა ინტერის დაცვა ახალ დონეზე აიყვანა“, - წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „ნაპოლის“ შეხვედრა დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი
მოურინიოს ულტიმატუმი ნაპოლის | რას აპირებს დე ლაურენტისი