კილიან მბაპე, ემანუელ პეტი, ანტუან გრიზმანი
Aa
Aa

ემანუელ პეტი: „მბაპეს გრიზმანზე მაღლა არ ვაყენებ“

„ბარსელონასა“ და „ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ კილიან მბაპეზე ისაუბრა. პეტიმ მბაპე ანტუან გრიზმანს შეადარა და განაცხადა, რომ კილიანი „ატლეტიკოს“ შემტევის დონეზე არ იმყოფება.

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ გრიზმანს სათანადოდ არ აფასებენ და ანტუანი საჭირო ოდენობის კომპლიმენტებს არ იღებს. მას, როგორც სანაკრებო, ისე საკლუბო დონეზე ფენომენალური კარიერა აქვს. რა არის ისეთი, რაც მბაპეს მოუგია და გრიზმანს არა? საფრანგეთის ნაკრების მონაწილეობით გამართულ ყველა ფინალში, ანტუანი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

ჩემი განცხადება მბაპეზე იერიშის მიტანა არაა, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. უბრალოდ, ვცდილობ, გრიზმანი დავიცვა და კილიანს მასზე მაღლა არ ვაყენებ. ანტუანი ლა ლიგაში იბრძოდა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატი იყო. მან გააკეთა, რაც გააკეთა და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე, მბაპეს მასზე წინ დავაყენებ“.

ცნობისთვის, პეტი საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა და 1998 წლის მუნდიალი მოიგო, 2000 წელს კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე
„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე