გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„გამარჯვება და გოლის გატანა სასიამოვნო იყო“ | მიქაუტაძე ამხანაგური მატჩის შემდეგ

გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ ამხანაგური შეხვედრა გამართა და ლუქსემბურგული „ესპერანჟი“ 4:1 დაამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა დუბლი და საგოლე გადაცემა მიითვალა და მატჩის შემდეგ, ფრანგულ პრესასთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი იყო, ერთი სული მქონდა, გადამწყვეტი და შესამჩნევი ფეხბურთელი როდის ვიქნებოდი. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რათა საფრანგეთის ჩემპიონატშიც მაღალ დონეზე ვითამაშოთ. გამარჯვების გემოს კიდევ ერთხელ შეგრძნება და გოლის გატანა სასიამოვნო იყო“.

ცნობისთვის, „მეცმა'' ლიგა 1-ის ბოლო ხუთ ტურში ყველა მატჩი დათმო და 18-გუნდიან ჩემპიონატში 16 ქულით მე-15 ადგილზეა. მომდევნო ტურში „მეცის'' მეტოქე მეორეადგილოსანი „ნიცაა''. მიქაუტაძის გუნდი ამ შეხვედრას სტუმრად გამართავს (27 იანვარი, 20:00).

შეგახსენებთ, „აიაქსში'' გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ მიქაუტაძე ფრანგულ კლუბში 6-თვიანი იჯარით დაბრუნდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა „მეცში'' დაბრუნების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩი ლიგა 1-ის გასულ ტურში „ტულუზასთან'' ჩაატარა. ამ მატჩში მიქაუტაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე
„გოლის გატანა არ დავიწყებია“ | ნიდერლანდური გამოცემა მიქაუტაძეზე