საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რიჩარდ კოკერილი
Aa
Aa

ოფიციალურად | ბორჯღალოსნები ინგლისელმა სპეციალისტმა ჩაიბარა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ბორჯღალოსნებს“ დღეიდან 53 წლის ინგლისელი სპეციალისტი, რიჩარდ კოკერილი უხელმძღვანელებს, რომელმაც 1+3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

რიჩარდ კოკერილი წლების განმავლობაში იყო ფრანგული ტულონის, მონპელიესა და შოტლანდიური ედინბურგის მთავარი მწვრთნელი, ინგლისის ნაკრების შერკინების მწვრთნელი მას უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან.

მოთამაშის კარიერის განმავლობაში, კოკერილი იცავდა ლესტერ ტაიგერსისა და კლერმონის ღირსებას. ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 თამაშში 3 ლელო აქვს დადებული.

რიჩარდ კოკერილი პირველი ქართული ფრენჩაიზის, „შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელიც იქნება. ინგლისელმა სპეციალისტმა როგორც „ბორჯღალოსნებში“, ისე „შავ ლომში“ ლევან მაისაშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტის დატოვების გადაწყვეტილება გასული წლის მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები