ნაპოლი, ბორნმუთი, ჰამადა ტრაორე
Aa
Aa

ოფიციალურად - ჰამედ ტრაორე ნაპოლის ფეხბურთელია

ცნობილი ხდება, რომ „ნაპოლიმ“ ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაზე იზრუნა. სერია ა-ს მოქმედმა ჩემპიონმა „ბორნმუთიდან“ ჰამედ ტრაორე გაიფორმა.

23 წლის ნახევარმცველი „პარტენოპეიში“ იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს, ხოლო შემდეგ იტალიელებს მისი გამოსყიდვა 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლებათ.

ცნობისთვის, კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელი სხვადასხვა დროს „ემპოლიში“ და „სასუოლოში“ თამაშობდა. სერია ა-ში ტრაორემ 18 გოლის გატანა მოახერხა.

რაც შეეხება მის ინგლისურ კარიერას, „ბორნმუთის“ რიგებში, მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 6-ჯერ ითამაშა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველთვის კარგია, როცა გვერდით ვინმე გყავს“ - სიმეონე კვარას პოზიციის ცვლილებაზე
„ყოველთვის კარგია, როცა გვერდით ვინმე გყავს“ - სიმეონე კვარას პოზიციის ცვლილებაზე