შოთა არველაძე
Aa
Aa

მარტივი გამარჯვება | არველაძის გუნდი თურქეთის თასის 1/8 ფინალშია

თურქეთის თასის 1/16 ფინალში შოთა არველაძის „კარაგიუმრიუკი“ საკუთარ მოედანზე მესამე ლიგის გუნდ „კირკლარელისპორს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 გაიმარჯვა.

იმის გამო, რომ „კარაგიუმრიუკის“ მეტოქე შედარებით სუსტი გუნდი იყო, არველაძემ ძირითად ბირთვს დასვენების შესაძლებლობა მისცა. საბოლოოდ, „კარაგიუმრიუკმა“ დურსუნის დუბლით 2:0 მოიგო და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა. თურქმა შემტევმა გოლების გატანა 54-ე და 84-ე წუთებზე შეძლო.

თურქეთის თასის 1/8 ფინალური ეტაპი 6 თებერვალს გაიმართება, „კარაგიუმრიუკის“ მეტოქის ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები