პეპ გუარდიოლა, ლიონელ მესი, ედერსონ მორაეში
Aa
Aa

FIFA The Best: 2023 წლის საუკეთესოები ცნობილია

ინგლისის დედაქალაქ ლონდონში, ფიფას ტრადიციული დაჯილდოება (FIFA The Best) გაიმართა, სადაც 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელები და მწვრთნელები გამოვლინდნენ.

ფიფას ვერსიით, 2023 წლის საუკეთესო მწვრთნელი „მანჩესტერ სიტის“ თავკაცი, პეპ გუარდიოლა გახდა.

2023 წლის სიმბოლურ გუნდად ასეთი შემადგენლობა დაასახელეს: ტიბო კურტუა, კაილ უოლკერი, ჯონ სტოუნსი, რუბენ დიაში, ბერნანდუ სილვა, კევინ დე ბრუინი, ჯუდ ბელინგემი, ლიონელ მესი, ერლინგ ჰოლანდი, კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი.

წლის საუკეთესო მეკარე: ედერსონი.

წლის ფეარ-პლეის გუნდი: ბრაზილიის ნაკრები.

პუშკაშის ჯილდო: გილერმე მადრუგა.

2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ლეო მესი.

საგულისხმოა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი დღევანდელ დაჯილდოებას არ ესწრებოდა. მის გარდა, დაჯილდოებაზე არ იყვნენ ნომინანტები კილიან მბაპე და ერლინგ ჰოლანდი. შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი FIFA The Best-ის ვერსიით გასულ წელს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები