საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

საზონოვის შანსი? - კონკურენტმა ტრავმა მიიღო და ცვლილებაზე ითამაშა

სერია ა-ს მე-20 ტურში „ჯენოა’’ – „ტორინოს’’ მატჩი 0:0 დასრულდა. ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა საბა საზონოვი სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა 84-ე წუთზე, როცა ჯიჯი კოფიმ მინდორი ტრავმის გამო დატოვა, თამაშში ქართველი ფეხბურთელი ჩაერთო.

ამ ეტაპზე კოფი ჯიჯის ტრავმის სიმძიმე და მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი უცნობია. გამომდინარე იქიდან, რომ იურიჩის მხრიდან საბა საზონოვის დახასიათება პოზიტიურია, დიდი შანსია კოფი ჯიჯის არყოფნის შემთხვევაში, „კალიარისთან’’ სასტარტოში ქართველმა მცველმა დაიწყოს.

შეგახსენებთ, საზონოვმა ამ სეზონში მონაწილეობა მხოლოდ 5 შეხვედრაში მიიღო. საბამ „ლაციოსთან“, „ჰელას ვერონასთან“, „ინტერთან“, „ნაპოლისთან'' და „ჯენოასთან'' ითამაშა. სასტარტოში მხოლოდ ჰელას „ვერონასთან'' მოხვდა, თუმცა 27-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

„ნაპოლისთან'' მატჩის შემდეგ იურიჩმა საბას შესახებ თქვა: „ის კარგი ფეხბურთელია, ცენტრალური მცველია და შესაბამისად, ცენტრში ვამწესებ. მინდა უფრო მეტი სათამაშო დრო მივცე, რადგან ამას იმსახურებს''.

სერია ა-ს 20 ტურში „ტორინომ’’ 28 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზეა. 21-ე ტურში „ტორინო’’ „კალიარის’’ ესტუმრება (26 იანვარი, 23:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები