კილიან მბაპე, ლიონელ მესი
Aa
Aa

მბაპე: „მესისთან ერთად თამაში მენატრება“

პსჟ-ის ლიდერმა, კილიან მბაპემ საფრანგეთის სუპერთასის მოგების შემდეგ, ადგილობრივ მედიას ლეო მესის შესახებ ესაუბრა და განაცხადა, რომ მასთან ერთად თამაში მოენატრა.

რა თქვა მბაპემ:

მესისთან ერთად თამაში მაინც მენატრება. ჩემნაირი თავდამსხმელისთვის, რომლებსაც სივრცეების სწრაფად ათვისება უყვარს, დიდი ფუფუნება იყო. როდესაც ბურთს იღებდა, მეც თავდაჯერება მემატებოდა. შეეძლო ბურთი ნებისმიერ პოზიციაზე მოეცა, ეს კი დიდი ფუფუნებაა. მესის გვერდით თამაში განსაკუთრებული გრძნობა იყო.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი პსჟ-ში ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. 36 წლის ფეხბურთელმა პარიზული გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 75 შეხვედრა ჩაატარა, 32 გოლი გაიტანა და 35 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები