ინტერი, ნაპოლი
Aa
Aa

ნაპოლის კიდევ ერთი ლიდერი დატოვებს - ზიელინსკის ინტერი უმიზნებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლის“ კიდევ ერთი ლიდერი პიოტრ ზელინსკი დატოვებს. როგორც ცნობილი ხდება, პოლონელ ფეხბურთელსა და სერია ა-ს მოქმედ ჩემპიონს შორის ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება.

Corriere dello Sport-ის ცნობით, მოლაპარაკება მოულოდნელად ჩაიშალა. პირობებით უკმაყოფილო პირველ რიგში ზიელინსკის აგენტი დარჩა და ყველანაირი კომუნიკაცია გაწყდა. პიოტრს არსებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის ივნისში ეწურება.

წყარო წერს, რომ 29 წლის ნახევარმცველის გადაბირებით „ინტერი“ ინტერესდება. „ნერაძურის“ პრეზიდენტი პოლონელს უკვე დაუკავშირდა და საკუთარი პირობები გააცნო. თუ მხარეები პირობებზე შეთანხმდებიან ზიელინსკი მილანურ კლუბს ზაფხულში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, „ნაპოლი“ ელიფ ელმასმა დატოვა, ხოლო გასული წლის ზაფხულში „პარტენოპეის“ ლოსანო და კიმ მინ-ჯე დაემშვიდობნენ.

ცნობისთვის, ზიელინსკი „პარტენოპეის“ 2016 წელს შეუერთდა. 2016 წლიდან დღემდე, პიოტრმა „ნაპოლის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 352-ჯერ მოირგო, 50 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე: „მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, მაგრამ...“
ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებზე: „მოლაპარაკებები ნამდვილად იყო, მაგრამ...“