მანჩესტერ იუნაიტედი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

ტენ ჰაგი: “ასეთი წაგება გულდასაწყვეტია“

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2023 წელი წაგებით დაასრულა. პრემიერ ლიგის გასულ ტურში „წითელი ეშმაკები“ „ნოტინგემ ფორესტს“ ესტუმრნენ და 2:1 დამარცხდნენ. მატჩის დასრულების შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ტენ ჰაგმა?

„შეგვიძლია პრემიერ ლიგაში საუკეთესო გუნდი ვიყოთ, მაგრამ თამაშებს ვაგებთ. ასეთი წაგება გულდასაწყვეტია. 0:1-ს ვაგებდით და მატჩში დავბრუნდით. შემდეგ ჩვენ გაუთვალისწინებელი კონტრ-შეტევა მივიღეთ და გოლი გავუშვით. ეს მარცხი ზედმეტი იყო. თამაში პირველივე ტაიმში წავაგეთ, რადგან საკმარისი ენერგიით და მონდომებით არ ვიყავით. მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით, მაგრამ ეს შედეგი ჩვენს სტანდარტზე დაბალია.

რეალურად, პირველი ტაიმის შესრულება კარგი იყო. ბოლო წუთებში მეტის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ საკმარისად არ მოვინდომეთ. მეორე ტაიმში ვდომინირებდით და გოლი აქეთ გავუშვით. თამაში 90 წუთის განმავლობაში გრძელდება და კონცენტრაცია პირველივე წუთიდან უნდა გვქონდეს.“

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „წითელ ეშმაკებს“ სატურნირო ცხრილში 31 ქულა აქვთ და მე-7 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა „ბრაიტონს“ და „ნიუკასლს“ 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ამ გუნდების გამარჯვების შემთხვევაში, „იუნაიტედი“ მე-9 ადგილზე აღმოჩნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“
პეპი: “ლივერპული უკეთესია, ლიდერობა დაიმსახურა“