მიხაელ შუმახერი
Aa
Aa

ვილი ვებერი: იმედი აღარ მაქვს, რომ შუმახერს ოდესმე კიდევ ვნახავ

ლეგენდარული მიხაელ შუმახერის ყოფილი მწვრთნელი და მისი ახლო მეგობარი ვილი ვებერი „შუმის“ შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მისი ნახვის იმედი დაკარგული აქვს.

მალე ალპებში შუმახერის თავს მომხდარი ტრაგედიიდან 10 წელი გავა. გამოცემა Kolner Express-მა 81 წლის ვებერი მოძებნა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.

„როცა ეს მოხდა პირდაპირ მიხაელთან უნდა წავსულიყავი საავადმყოფოში. მე ეს არ გამიკეთებია, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში წარმოუდგენლად ვნანობ. მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შემიძლია.

როცა ეს ყველაფერი მოხდა, უდიდეს შოკში ვიყავი და ძაღლივით ვყვიროდი.

რა თქმა უნდა, შოკირებული ვიყავი, რომ მიხაელის მეუღლემ კორინამ არ მოგვცა საშუალება, რათა ერთმანეთი გვენახა. თუმცა რაღაც მომენტში შუმისთან მაინც ემოციური კავშირის გაწყვეტა...

ახლა, სამწუხაროდ, უკვე მისი ნახვის იმედი დავკარგე. ათი წელი გავიდა და კარგი ამბავი ჯერაც არ გაგვიგია“.

- ამბობს ვებერი.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ბოლოს შუმახერი სათხილამურო ტრასაზე დაცემის შემდეგ თავის ტრავმით საავადმყოფოში მოხვდა. გერმანელი მრბოლელის ოჯახმა, ბევრის გასაკვირად, მიხაელის ოთახში შესვლა ყველას აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი - რომელ ადგილზეა კვარაცხელია
The Guardian-ის ტოპ 100 ფეხბურთელი - რომელ ადგილზეა კვარაცხელია