გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ჰერკულესთან ფიასკოს შემდეგ აიაქსმა ფანებს ბილეთებში გადახდილი ფული დაუბრუნა

ნიდერლანდების თასის 1/16-ფინალში, გიორგი მიქაუტაძის „აიაქსი“ ქვეყნის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე „ჰერკულესს“ დაუპირისპირდა. ამსტერდამელებმა სრული ფიასკო განიცადეს და სამოყვარულო გუნდთან 2:3 დამარცხდნენ.

„ჰერკულესთან“ შეხვედრას, რომელიც უტრეხტში გაიმართა, „აიაქსის“ 325 გულშემატკივარი დაესწრო. ამსტერდამული კლუბის ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, ქომაგებისთვის ბილეთებში გადახდილი ფული და უტრეხტში ჩასასვლელად გაწეული ხარჯები სრულად აენაზღაურებინათ.

„ჩვენი გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი თამაშის გამო, ჰერკულესისა და აიაქსის მატჩში მტკივნეული გამოცდილება მიიღეთ. თქვენს ტკივილს ვიზიარებთ და ძალიან გვრცხვენია. გადავწყვიტეთ, გულშემატკივრებს, რომლებმაც ბილეთები იყიდეს, გადახდილი ფული ავუნაზღაუროთ. ვიცით, რომ საშინელი საღამო იყო, მაგრამ არაფრის გაკეთება ვარიანტი არ ყოფილა“, - ნათქვამია ელექტრონულ წერილში, რომელიც „აიაქსის“ ქომაგებმა მიიღეს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევაა, როცა „აიაქსი“ თასს სამოყვარულო გუნდთან წაგებული მატჩის გამო ეთიშება. აქამდე, ამსტერდამელებს სამოყვარულო გუნდთან თასზე 29 შეხვედრა ჰქონდათ გამართული და მომდევნო ეტაპზე ყველა ჯერზე გავიდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: გარსია დანიშვნის დღესვე უნდა მომეხსნა
დე ლაურენტისი: გარსია დანიშვნის დღესვე უნდა მომეხსნა