სუპერ ლიგა, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„14 გუნდი, ფიქსიქრებული დრო, VAR-ის გამოყენება სურვილისამებრ“ - დე ლაურენტისი სუპერ ლიგაზე

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა სუპერ ლიგის შექმნასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და ამ საკითხზე პრესასთან პირველად ისაუბრა.

„მათ ვინც დღემდე ფეხბურთს მართავდა, მონოპოლისტები, ისინი ვერ მიხვდნენ, რომ სპორტის ეს სახეობა ბიზნესია და მას მზარდი შემოსავალი სჭირდება.

მე ფლორენტინო პერესს ვესაუბრე, ასევე სხვა წარმომადგენლებსაც. დღეს ფეხბურთს ძველი ხალხი მართავს, რომლებსაც ხედვა არ გააჩნიათ. ჩვენ ვკარგავთ ახალგაზრდებს. მეტი დინამიურობა გვჭირდება. ასევე გვჭირდება უფრო ეფექტური მსაჯობა. ფეხბურთს ეფექტური (ფიქსირებული დრო, რომელიც ჩერდება) სათამაშო დროც სჭირდება, ისევე როგორც კალათბურთში არის. ასევე ვიდეო რეფერის გამოყენების შესაძლებლობა უნდა იყოს, როცა რომელიმე მხარე ამას მოისურვებს.

მე გავაკეთებდი 14-გუნდიან ლიგას, რომელშიც იქნებოდა 7 უმაღლესი დონის გუნდი და 7 მათთან მიახლოებული დონის კლუბები. მნიშვნელოვანია იყოს ამბიციები, გუნდები მრავალრიცხოვანი გულშემატკივრებითა და პოტენციალით, ისევე როგორც სპორტული ასევე ფინანსური კუთხით. უმაღლეს ელიტარულ ლიგაში ვერ ითამაშებს გუნდი, რომლის ქალაქშიც 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მატჩებზე 10 ათას ბილეთსაც ვერ ყიდის“.

- განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ შემდეგ, სუპერ ლიგაში თამაშის სურვილი ჯერჯერობით მხოლოდ „ნაპოლიმ“ გამოთქვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამარცხვინოდ თამაშობთ“ - ჩავიმ შესვენებისას ფეხბურთელები გააკრიტიკა
„სამარცხვინოდ თამაშობთ“ - ჩავიმ შესვენებისას ფეხბურთელები გააკრიტიკა