დავიდ ალაბა
Aa
Aa

მყესები გაიწყვიტა - ალაბასთვის სეზონი დასრულებულია

მადრიდის „რეალმა“ ძირითადი შემადგენლობის მორიგი მოთამაშე დაკარგა. ამჯერად სეზონი დავიდ ალაბასთვის დასრულდა.

ავსტრიელმა მცველმა „ვილიარეალთან“ 35-ე წუთზე მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედნის დატოვება მოუხდა.

Marca-ს ინფორმაციით, ალაბას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და ავსტრიელი მოედანზე გასვლას დაახლოებით 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის არა მხოლოდ საკლუბო სეზონზე ვერ ითამაშებს, არამედ ევრო 2024-საც გამოტოვებს.

„სამეფო კლუბის“ ლაზარეთში ამჟამად მყესის გაწყვეტის შედეგად ტიბო კურტუა და ედერ მილიტაო იმყოფებიან. ასევე ტრავმირებულია არდა გიულერი და ვინისიუსი. კარვახალს კი კოჭის დაზიანება აქვს. კამავინგას მუხლის, თუმცა ამ ორი უკანასკნელის მოედანზე დაბრუნება შედარებით მალე იგეგმება, ვიდრე დანარჩენების.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | რომელ ადგილზეა კვარას ნაპოლი Goal-ის რეიტინგში
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები | რომელ ადგილზეა კვარას ნაპოლი Goal-ის რეიტინგში