ლაშა შავდათუაშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ევროპის ღია პირველობა ძიუდოში
Aa
Aa

ლიპარტელიანმა ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ძიუდოში ევროპის ღია პირველობაზე ეთერ ლიპარტელიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში ებრაელ ტიმა ნელსონ-ლევის 32 წამში ორი ვაზარით მოუგო. აღსანიშნავია რომ ტურნირის საპრიზო ფონდი 300 000 ევრო იყო, ხოლო ლიპარტელიანმა 55 000 ევრო გამოიმუშავა.

ხსენებული ტურნირი წელს პირველად იმართება და ძიუდოისტები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გამოდიან. 57 კგ-ში ეთერ ლიპარტელიანმა წარმატებით იასპარეზა, ნახევარფინალში ოლიმპიურ ჩემპიონს ნორა ჯაკოვას იპონით სძლია და ფინალში გავიდა.

ლაშა შავდათუაშვილმა აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობა მე-5 ადგილზე დაასრულა, ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ჰიდაიატ ჰეიდაროვთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები