ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილიას გადაუვლიან“ | პიმბლეტის პროგნოზი თოფურიასა და ვოლკის ჩხუბზე

UFC-ის ბრიტანელმა მებრძოლმა, პედი პიმბლეტმა, რომელსაც ილია თოფურიასთან დაპირისპირება აქვს, „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლაზე ისაუბრა. „ბედიმ“ „ვოლკის“ გამარჯვება ივარაუდა და განაცხადა, რომ მოქმედი ჩემპიონი მას გადაუვლის.

„არ მგონია, თოფურიას ვოლკანოვსკის დამარცხების შანსი ჰქონდეს. ვფიქრობ, ალექსი მას უბრალოდ გადაუვლის. მინდა თუ არა ილიასთან ჩხუბი? მასთან ბრძოლა მინდა. გამომიგზავნონ კონტრაქტი მისი სახელით და არანაირი პრობლემა არაა. მიმაჩნია, რომ ბრწყინვალე იდეაა, The Ultimate Fighter-ის სეზონის ჩატარება, რომელშიც მწვრთნელები მე და ილია ვიქნებით”.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

UFC 298-ზე კიდევ ერთ ქართულ ბრძოლას ვიხილავთ. შონ ომალის დივიზიონის წარმომადგენელი, მერაბ დვალიშვილი ორი წონითი დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კეტჩუპიან სენდვიჩს დაგამსგავსებ“ | ფერგიუსონისა და პიმბლეტის პრესკონფერენცია
„კეტჩუპიან სენდვიჩს დაგამსგავსებ“ | ფერგიუსონისა და პიმბლეტის პრესკონფერენცია