გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ფრანგული კლუბების სკაუტები ვალენსიას მატჩზე | მამარდაშვილსაც დააკვირდნენ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ევროტურნირებისთვის იბრძვის და რუბენ ბარახას გუნდის კარგმა გამოსვლამ საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო. „ღამურების“ წამყვანი მოთამაშეები ევროპული გრანდების რადარებზე იმყოფებიან და გამონაკლისი არც „მამარდა“ გახლავთ.

ცნობილი გამოცემის, El Desmarque-ის ინფორმაციით, 15 აპრილს, „ვალენსიასა“ და „ოსასუნას“ მატჩს ფრანგული კლუბების წარმომადგენლები დაესწრნენ. „პარი სენ-ჟერმენისა“ და „მარსელის“ სკაუტები „ელ სადარზე“ იმყოფებოდნენ და „ღამურების“ რამდენიმე ფეხბურთელს დააკვირდნენ, რომელთა შორის მამარდაშვილიც იყო.

„კონკრეტული ფეხბურთელის დასახელება არავის უნდა, მაგრამ ჯანლუიჯი დონარუმას თამაშმა პსჟ-ში შეკითხვები გააჩინა, რაც ნიშნავს, რომ ოსასუნასთან მატჩში პარიზელთა ინტერესის ობიექტი მამარდაშვილი იყო“, - წერს El Desmarque-ი და აცხადებს, რომ ქართველი მეკარის გარდა, ყურადღება კრისტიან მოსკერამ, ხავი გერამ, ფრან პერესმა, დიეგო ლოპესმა და ხესუს ვასკესმა მიიქციეს.

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ პირველი გრანდი არაა, რომელსაც მამარდაშვილს უკავშირებენ. რამდენიმე საათის წინ, „ატლეტიკოს“ ინტერესზე დაიწერა, ბოლო პერიოდში კი ყველაზე აქტიურად საუბარი „ტოტენჰემსა“ და „ნიუკასლზე“ მიდიოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან
კვარას ეფექტი | ნაპოლის სკაუტები 5 ქართველ ფეხბურთელს აკვირდებიან