ფუტსალი | სომხეთი 3:1 საქართველო
Aa
Aa

ფუტსალი | სომხეთი 3:1 საქართველო

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ელიტ რაუნდში მეხუთე მატჩი გამართა.

ერევანში, სომხეთის ნაკრებთან ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. საქართველოს ნაკრების რიგებში გოლი გიორგი ღავთაძემ გაიტანა. 

ელიტ რაუნდის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 20 დეკემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში, 18:00 საათზე გამართავს. ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე პორტუგალიის ეროვნული ნაკრები იქნება. მატჩზე დასწრება თავისუფალია. 

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (აქტობე, ყაზახეთი), ბექა ტყემალაძე (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი) წინა ხაზი: შოთა თოფურია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), გიორგი ჩიმაკაძე (თსუ, თბილისი), ჩიმბა (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), რონინიო (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ბრუნო გომესი (პალმა, ესპანეთი), ბექა ბექაური (კსუ, თბილისი), ბრუნო პეტრი (პიროსიჯენო, იტალია), არჩილ სებისკვერაძე (ვიტებსკი, ბელარუსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი), ვახტანგ კეკელია (ნიუ ვიჟენ ჯორჯიანსი, თბილისი)

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კეტჩუპიან სენდვიჩს დაგამსგავსებ“ | ფერგიუსონისა და პიმბლეტის პრესკონფერენცია
„კეტჩუპიან სენდვიჩს დაგამსგავსებ“ | ფერგიუსონისა და პიმბლეტის პრესკონფერენცია