CBELIGA AWARDS 2023 | Dodge Challenger-ი ჯოვინო ფლამარიონმა მიიღო
Aa
Aa

CBELIGA AWARDS 2023 | Dodge Challenger-ი ჯოვინო ფლამარიონმა მიიღო

Crystalbet ეროვნული ლიგის სეზონის დასრულებისა და „დინამო ბათუმის“ ტრიუმფის შემდეგ, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელზეც ჩემპიონატის საუკეთესოები დაასახელეს. 2023 წლის რჩეულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს, თითოეულ მათგანს „კრისტალბეთმა“ 5 000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა, და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც ცნობილი გახდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე - გიორგი ლორია.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო მცველი - მამუკა კობახიძე.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი - გიორგი არაბიძე.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი - ჯოვინო ფლამარიონი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი - ჯოვინო ფლამარიონი, ზორან მარუშიჩი, ზურაბ მუსელიანი.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო მთავარი მწვრთნელი - ანდრეი დემჩენკო.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო თერთმეტეული - გიორგი ლორია, ვლადიმერ მამუჩაშვილი, მამუკა კობახიძე, ალექსანდრე კალანდაძე, ლაშა შერგელაშვილი, გიორგი არაბიძე, გიორგი ზარია, მერაბ გიგაური, ჯოვინო ფლამარიონი, დავით სხირტლაძე, პაატა ღუდუშაური.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის საუკეთესო გოლი - ცოტნე ფაცაცია.

კომპანია „კრისტალბეთსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, „კრისტალბეთმა“ სეზონის საუკეთესო მოთამაშეს ჯილდოდ Dodge Challenger-ი დაუწესა. წლეულს, ეს პრიზი „დინამო ბათუმის“ თავდამსხმელმა, ჯოვინო ფლამარიონმა დაისაკუთრა, რომელმაც სეზონი 17 გოლითა და 2 საგოლე გადაცემით დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა სივრცე არ აქვს, პროგნოზირებადი ხდება“ | რას წერს La Repubblica ხვიჩაზე
„როცა სივრცე არ აქვს, პროგნოზირებადი ხდება“ | რას წერს La Repubblica ხვიჩაზე