კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

მსაჯს პენალტის დანიშვნა გადააფიქრებინა - რონალდუს დიდებული ჟესტი

აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგ ტურში „ალ ნასრმა“ „პერსოპოლისს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა და არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა ერთი ეპიზოდი.

მატჩის მეორე წუთზე, მასპინძელთა შეტევის დროს, საჯარიმოში კრიშტიანუ რონალდო წაიქცა. დინამიკაში ისე ჩანდა, რომ თითქოს პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა წააქცია.

მსაჯმაც ასე ჩათვალა და „პერსოპოლისის“ კარში პენალტი დანიშნა. იმ წამსვე, კრიშტიანუ რონალდუ არბიტრთან მივიდა და უთხრა, რომ თამაშის წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონდა. პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა ფეარ პლეის წესები დაიცვა.

აღნიშნული დაპირისპირება, როგორც უკვე მოგახსენეთ ფრედ 0:0 დასრულდა. „ალ ნასრის“ 5 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს.

ცნობისთვის, „პერსოპოლისის“ შემადგენლობაში ქართველი ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი თამაშობს, რომელსაც კარგი მატჩი ჰქონდა და თამაშის დასრულების შემდეგ 7.1 შეფასება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიო ბრაზილიაში? - განსაკუთრებულს სანაკრებო გამოცდილება სურს
მოურინიო ბრაზილიაში? - განსაკუთრებულს სანაკრებო გამოცდილება სურს