მარიო ბალოტელი
Aa
Aa

ბალოტელიმ საჭე ვერ დაიმორჩილა და კედელს დაეჯახა

მარიო ბალოტელი ავტოავარიაში მოყვა, 33 წლის ფეხბურთელმა საჭე ვერ დაიმორჩილა, კედელს დაეჯახა. შეჯახების მომენტში უსაფრთხოების ბალიშები ამოქმედდა, რის შემდეგაც მარიო მანქანიდან გადმოვიდა. საბედნიეროდ, მარიო სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.

მარიო Audi-ს მარკის მანქანას მართავდა, რომლის ღირებულება დაახლოებით 110 000 ევროა.

გასულ ზაფხულში მარიო ბალოტელი თურქეთში დაბრუნდა, კვლავ „ადანა დემირსფორის'' ფეხბურთელია. იტალიელი ფორვარდი აღნიშნულ კლუბში 2021-22 წლებშიც თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები